"დორტმუნდმა" მეკარე რომან ბიურკის კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე გაუგრძელა, - იტყობინება გერმანული კლუბის საიტი.
ბიურკი "დორტმუნდში" 2015 წელს "ფრაიბურგიდან" გადავიდა და მის რიგებში 240 მატჩი ჩაატარა. მან ამ სეზონში ჩემპიონატის ოცდაცხრავე მატჩში მიიღო მონაწილეობა.
29 წლის ბიურკი შვეიცარიის ნაკრების გოლკიპერია, მისი სამსახურით კი "ჩელსია" დაინტერესებული.