დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი პრეზიდენტის ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.
"მიმაჩნია, რომ ასეთი განცხადება ძალიან ქედმაღლურად ჟღერს. პლუს ამას, ფინანსური შეცდომაც მრავლად არის.
საერთოდაც, თუ თქვენს ჯიბეში 250 მილიონი ევროა, შეგიძლია უდარდელად იცხოვრო", - განაცხადა ცორკმა Sport1-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
იგივე მედიასაშუალებასთან საუბრისას ული ჰიონესმა თქვა, რომ მიუნხენის "ბაიერნი" მხოლოდ თავისთვის ყიდულობს ფეხბურთელებს, დორტმუნდში გადასული ნიჭიერი მოთამაშე მალე იგებს, რომ გაყიდვას უპირებენ.
სწორედ ამიტომ, ჰიონესის აზრით, ასეთი ფეხბურთელი კლუბის დე-ენ-ემის ნაწილი ვერ გახდება. მისივე თქმით,
"ბაიერნისთვის" ფეხბურთელი ბიზნესობიექტი არ არის და მოთამაშესაც ისეთი განცდა აქვს, რომ სულ იქ დარჩება.