გაიცანით "ბაიერნის" "დედოფალი": მას გუნდის ორგანიზება აბარია, მის გამო ჰაინკესი ლამის წავიდა, ანჩელოტის ასისტენტს ეჩხუბა და გვარდიოლას "სიტიში" მიჰყავდა...

AutoSharing Option
დღეს მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ს შეხვდება და ჩვენ კოუბის ერთერთ მთავარ პერსონას - 35 წლის კეტლინ კრუგერს გაგაცნობთ, ადამიანს, რომელსაც გუნდის წარმატებაში დიდი როლი აქვს.

კრუგერის შემჩნევა სათადარიგოთა სკამზე ძალიან ადვილი: ხშირად ესაუბრება მწვრთნელს, კავშირი აქვს ექიმებთან და ფეხბურთელების ნებისმიერ საკითხს წყვეტს.

კეტლინი ბავშვობაში კარატეთის იყო დაინტერესებული, თუმცა მამისა და ძმის "ბაიერნის" მიმართ სიყვარულმა გოგონა გრანდის ქალთა გუნდის ფეხბურთელად აქცია. დიდ წარმატებებს ვერ მიაღწია, პარალელურად კი სწავლობდა.

თუმცა, ახალგაზრდა გოგონამ სწავლა მაშინ მიატოვა, როცა კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიან
ნერლინგერმა კაცთა გუნდის ასისტენტოა შესთავაზა. ნერლინგერის კლუბიდან წასვლის შემდეგ გუნდის მენეჯერი გახდა და ახლაც პატარა კაბინეტში მუშაობს.

მის მოვალეობებში შედის გუნდის შეკრებების, გასვლითი მატჩების, სხვადასხვა ტურის(მაგალითად აშშ-ში) ორგანიზება. გასვლით თამაშებში გუნდის წევრებამდე ადრე ათვალიერებს სასტუმროებს და საკუთარი ხელით აძლევს მოთამაშეებს ნომრის გასაღებს.

კეტლინ კრუგერი ერთადერთი ადამიანია, რომელიც "ბაიერნის" ფეხბურთელების "ვოთსაპის" ჩატის წევრია.

მატჩის ანალიზი კი კრუგერის საქმეში არ შედის - მაქსიმუმ თამაშის მიმდინარე მოვლენებზე სათადარიგო ფეხბურთელებს გაესაუბროს. ამასთანავე, კლუბს მუდმივად ეხმარება მოამაშეებთან დაკავშირებულ პრობლემებში, როცა ისინი ინტერვიუზე უარს ამბობენ ან "ბაიერნის" მარკეტინულ აქციაში ჩართვა არ სურთ.

კეტლინი მხოლოდ რამდენიმე დღით ისვენებს - ზაფხულსა და შობის დროს, დანარჩენ პერიოდში სხვადასხვა პრობლემების გადაჭრით არის დაკავებული, რასაც იმით ხსნის, რომ საკუთარი საქმე ძალიან მოსწონს.

Sport Bild წერდა, რომ როცა კლუბში მატიას ზამერი მოვიდა, გოგონას საქმიანობის აუცილებლობაში ეჭვი შეიტანა. კეტლინს კი თავად გუნდის მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი გამოექომაგა და ზამერს განუცხადა, კრუგერის გაშვების შემთხვევაში "ბაიერნს" თავადაც დატოვებდა.

Sport Bild-ის კიდევ ერთი ისტორიის მიხედვით, კარლო ანჩელოტის ერთერთმა ასისტენმა ვარჯიშის დროს სიგარეტს მოუკიდა, რის გამოც კრუგერთან შელაპარაკება მოუხდა. მას შემდეგ კლუბსა და სამწვრთნელო შტაბს შორის ურთიერთობა შეიცვალა.

სრულად განსხვაბული დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ ხოსეპ გვარდიოლას, რომელსაც "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგების შემდეგ კეტლინ კრუგერის თან წაყვანა სურდა.

მისი პირდაპირი ხელმძღვანელი კარლ ჰაინც რუმენიგე გახლავთ და "ბაიერნისთვის" იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომ კლუბთან კი სამუდამო კონტრაქტი აქვს. მანუელ ნოიერი მას შეუცვლელს უწოდებს, ხოლო ტომას მიულერის თქმით, კეტლინი ერთადერთი ადამიანია, ვინც გუნდს ერთ მუშტად კრავს.

გუნდის ლიდერების გარდა არის სამეული, რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს. ესენი გნაბრი, ალაბა და კიმიხი არიან, რომლებიც ვარჯიშამდე ნახევარი საათით ადრე მიდიან და კეტლინს პირად პრობელემებზე კი ესაუბრებიან.

დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილავთ კეტლინსა და მის ბიჭებს ტელეეკრანებთან. ვნახოთ, მიაღწევენ თუ არა სასურველ შედეგს და გაახარებენ თუ არა კლუბის ერთერთ უმნიშვნელოვანეს პირს.

მომზადებულია bombardir-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
რომელი "ღერძამს" ეგეც დაწერეთ და ჩვენი ცნობისმოყვარეობა სრულად იქნება დაკმაყოფილებული ))
korben dallas
14:48 23-08-2020
14

სიახლეები პოპულარული