"ბაიერნმა" "შალკე" აბუჩად აიგდო - 8:0! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის პირველ ტურში "ბაიერნმა" "შალკე" 8:0 გაანადგურა. სერჟ გნაბრიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, "მანჩესტერ სიტიდან" გადასულმა ლეროი სანემ კი სადებიუტო მატჩში გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

ლევანდოვსკიმ "ბაიერნში" ბუნდესლიგაზე 163-ე გოლი გაიტანა, კარლ-ჰინც რუმენიგეს გაასწრო და მხოლოდ გერდ მიულერს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 365 გოლია. პოლონელმა თავდამსხმელმა გელზენკირხენელთა კარი ზედიზედ 10 შეხვედრაში დალაშქრა, რაც ლიგის რეკორდია. რობერტმა ჩემპიონატის მიჯრით 7 სასტარტო მატჩში გაიტანა და "შალკეს" ექს-ფორვარდ კლაუს ფიშერის რეკორდი გაიმეორა.

ტომას მიულერმა "ბაიერნში" ყველა ტურნირზე 536 მატჩში მე-200 გოლი გაიტანა.

17 წლისა
და 205 დღის ნახევარმცველი ჯამალ მუსიალა ბუნდესლიგაზე "ბაიერნში" გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

24 სექტემბერს "ბაიერნი" ევროპის სუპერთასზე "სევილიას" შეხვდება.

მიუნხენი. "ალიანც არენა"
ბაიერნი - შალკე 8:0
გოლები: 1:0 გნაბრი (4), 2:0 გორეცკა (19), 3:0 ლევანდოვსკი (31, პენ), 4:0 გნაბრი (47), 5:0 გნაბრი (59), 6:0 მიულერი (69), 7:0 სანე (71), 8:0 მუსიალა (81)

მკითხველის კომენტარები / 18 /
მე მაინც მგონია, რომ ბაიერნი კი არაა მაგარი ნოიერია მაგარი. ფინალს წააგებდნენ ეგ რო არა. მარა სუ ნოიერი ვერ უშველით. ბაიერნიც მაგარია მარა უფრო ნოიერი მგონია.
ირაკლი
15:09 19-09-2020
10
პსჟ 7 და 9 ნოლებს იგებდა გასვლაზე და ლიგაზე 6 და 5 ნოლებს და ერთხელ არ დაუწერიათ აბუჩად აიგდესო.
იკა
15:02 19-09-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული