"ბაიერნმა" "შალკე" აბუჩად აიგდო - 8:0! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის პირველ ტურში "ბაიერნმა" "შალკე" 8:0 გაანადგურა. სერჟ გნაბრიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, "მანჩესტერ სიტიდან" გადასულმა ლეროი სანემ კი სადებიუტო მატჩში გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

ლევანდოვსკიმ "ბაიერნში" ბუნდესლიგაზე 163-ე გოლი გაიტანა, კარლ-ჰინც რუმენიგეს გაასწრო და მხოლოდ გერდ მიულერს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 365 გოლია. პოლონელმა თავდამსხმელმა გელზენკირხენელთა კარი ზედიზედ 10 შეხვედრაში დალაშქრა, რაც ლიგის რეკორდია. რობერტმა ჩემპიონატის მიჯრით 7 სასტარტო მატჩში გაიტანა და "შალკეს" ექს-ფორვარდ კლაუს ფიშერის რეკორდი გაიმეორა.

ტომას მიულერმა "ბაიერნში" ყველა ტურნირზე 536 მატჩში მე-200 გოლი გაიტანა.

17 წლისა
და 205 დღის ნახევარმცველი ჯამალ მუსიალა ბუნდესლიგაზე "ბაიერნში" გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

24 სექტემბერს "ბაიერნი" ევროპის სუპერთასზე "სევილიას" შეხვდება.

მიუნხენი. "ალიანც არენა"
ბაიერნი - შალკე 8:0
გოლები: 1:0 გნაბრი (4), 2:0 გორეცკა (19), 3:0 ლევანდოვსკი (31, პენ), 4:0 გნაბრი (47), 5:0 გნაბრი (59), 6:0 მიულერი (69), 7:0 სანე (71), 8:0 მუსიალა (81)

მკითხველის კომენტარები / 18 /
ესენიცოტა ვერ არიან :)
გიორგი
19 სექტემბერი 2020 01:47
1
არც ბარსელონასთვის უქნია ნაკლები)
ლევანი
19 სექტემბერი 2020 13:03
0
შალკე მიდი ბარსას მიუჯექი გვერდით ... ხვალ მშობლებს მოიყვანთ ორივეე
rrrrrr
19 სექტემბერი 2020 08:37
1
ეს უკვე არა ბუნებრივ მოვლენასთან გვაქ საქმე.
vova
19 სექტემბერი 2020 12:36
0
გაუჭირდებოდათ
*
19 სექტემბერი 2020 06:56
0
ურგენ კლოპმა ამათზე თქვა ლიგის ფინალში და საერთოდ ლიგაში ძან გაუმართლაოა... ბოლო 3 თამაში 17 ბურთი გაიტანა ბაიერმა 8-8 ბარსას და შალკეს 1 პსჟს.. და თურმე ამათ უმართლებს ... ეხლ კლოპ კლოპ ....
ss
19 სექტემბერი 2020 08:56
1
ძალიან მაგარი გუნდია სხვასაც ათამაშებს და თავადაც თამაშობს . უფრო სწორად ძალადობს მოწინააღმდეგეზე
ზურა
19 სექტემბერი 2020 08:46
0
მერსედესი,ბეემვე,ფოლკსვაგენი,პორშე,მიუხენის ბაიერნი - გერმანული ავტოპრომის შედევრები.
კვარა
19 სექტემბერი 2020 11:54
0
ავტოპრომი არის რუსულად(ავტოპრომიშლენოსტ),ქართულად არის ავტოწარმოება.ისაუბრეთ ქართულად!
კვარა-ს
19 სექტემბერი 2020 14:32
1
ძალიან მაგარი გუნდია სხვასაც ათამაშებს და თავადაც თამაშობს . უფრო სწორად ძალადობს მოწინააღმდეგეზე
ზურა
19 სექტემბერი 2020 08:45
0
ამათ მგონი ადრე ან მაყურებლის შიში ქონდათ ან ხათრი ...ამ პანდემიის დროს არ გახადეს ფეხბურთი ბალახის ჰოკეივით რა უბედურებაა ეს 8-8 გოლი ....მგონი ამათზე მალე ასე იტყვიან ...ჰოო გაგიჭირდებოდათ აბაა....
Mdaa
19 სექტემბერი 2020 05:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული