"დორტმუნდი" მზადაა ჰოლანი 75 მილიონად გაყიდოს

AutoSharing Option
"დორტმუნდმა" შეიძლება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას თავდამსხმელი ერლინ ჰოლანი გაყიდოს.

ნორვეგიელის შეძენის სურვილი "რეალსა" და "ბარსელონას" აქვთ. Footbal Espana-ს ცნობით, გერმანული კლუბი მზადაა ის 75 მილიონად გაყიდოს, მაგრამ შემძენისთვის პრობლემა ის იქნება, რომ ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა საკომისიოს სახით ამდენივე თანხას თვითონ ითხოვს.

"დორტმუნდმა" ჰოლანი 2019 წლის დეკემბერში 20 მილიონ ევროდ იყიდა და 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმა კონტრაქტი. მან ამ სეზონში ბუნდესლიგის 8 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეგღა აკლია ამხ. ფიფიას, ჰოლანის მსგავსი დაბალი დონის ფეხბურთელებთან დაიჭიროს საქმე. მის გუნდში ელვაზე დაბალი დონის ფეხბურთელი ვერც კი გაიჭაჭანებს.
დ.დ.
20:01 11-12-2020
2
Barselonashi magari ikneba magram ara mgonia ase uceb gayidon
Kutaisi
13:10 11-12-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული