23 წლის სერბი თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი იანვარში "რეალს" დატოვებს, - იტყობინება Goal-ი.
გამოცემის მტკიცებით, იოვიჩს "რეალი" "აინტრახტში გაანათხოვრებს. მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან. მისი სამსახურით აგრეთვე "ვულვერჰემპტონი" და "მილანი" იყვნენ დაინტერესებულნი.
იოვიჩი "რეალმა" 2019 წელს 60 მილიონ ევროდ შეიძინა და წელიწად-ნახევარში "სამეფო გუნდში" მხოლოდ 11-ჯერ დააყენეს ძირითად შემადგენლობაში.
ამ სეზონში მან ლა ლიგის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი არაფრით გამოუჩენია.