"დორტმუნდმა" ჰოლანს ფასი დაადო

AutoSharing Option
ESPN-ის ცნობით, "დორტმუნდი" თანახმაა თავდამსხმელი ერლინ ჰოლანი გაყიდოს, ოღონდ საკმაოდ მაღალი ფასი დაადო - 180 მილიონი ევრო.

გამოცემის მტკიცებით, "დორტმუნდის" ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ტრანსფერის ფასი ფეხბურთელის მსურველ კლუბებს დააფრთხობს და მინიმუმ ერთი სეზონი ის არსად არ გადავა. ასეთ ტაქტიკას გერმანულმა კლუბმა გასულ წელს მიმართა, როდესაც რამდენიმე გუნდი ჯეიდონ სანჩოთი იყო დაინტერესებული.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლანის სამსახურით "ბარსელონა", "რეალი", "მანჩესტერი", "მანჩესტერ სიტი" და "ბაიერნი" არიან დაინტერესებულნი.

20 წლის ნორვეგიელმა "დორტმუნდში" 49 მატჩში 49 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ბიჭის დაკარგვა არ მინდა რეალში
macbook pro
01:02 27-03-2021
0
ჰოდა რასაც შარშან აძლევდნენ სანჩოში წელს იმის ნახევარიც არ ღირს,ინგლისის ნაკრებშიც არ ეძახიან,მასეე მოუვა ჰაალანდსაც,ნუ ნორვეგიის ნაკრებში რა თქმა უნდა გამოიძახებენ.
alex
09:17 27-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული