"ლაიპციგი" მზადაა ნაგელსმანი "ბაიერნში" ერთი პირობით გაუშვას

AutoSharing Option
"ბაიერნი" "ლაიპციგის" მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის სამსახურით დაინტერესდა და საქსონიურ კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

"ლაიპციგი" მზადაა ნაგელსმანს 30 მილიონ ევროდ შეელიოს. Sport1-ის ჟურნალისტი პატრიკ ბერგერი იტყობინება, რომ "ლაიპციგი" ადრე 15-20 მილიონს ითხოვდა, ახლა კი მაზანდას აუწია.

თავად 33 წლის ნაგელსმანი თანახმაა "ბაიერნს" ჩაუდგეს სათავეში და ამის შესახებ თავისი ამჟამინდელი კლუბი საქმის კურსში ჩააყენა.

ნაგელსმანი "ლაიპციგს" 2019 წლიდან წვრთნის, იქამდე კი "ჰოფენჰაიმში" მუშაობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული