ლევანდოვსკი ინგლისურ გრანდში?! საორიენტაციო ფასიც ცნობილია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ, შესაძლოა, მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი შეიცვალოს.

ESPN-ის ინფორმაციით, პოლონელი ფორვარდით დაინტერესებულნი "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" არიან. იმისათვის, რომ "ბაიერნი" მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდეს, ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებმა გერმანელებს, მინიმუმ, 60 მილიონი ევრო უნდა შესთავაზონ.

ფორვარდი პსჟ-საც აინტერესებს, თუმცა ფრანგების მოქმედებები კილიან მბაპეს მომავალ ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

ლევანდოვსკის ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, კარიერის გაგრძელება რომელ გუნდში სურს. ადრე "ბაიერნში" აპირებდა დასრულებას, თუმცა მისი გადაწყვეტილების შეცვლა პრემიერლიგის გრანდების ინტერესს შეუძლია, რობერტს ბედის ინგლისში ცდა ყოველთვის უნდოდა.

"ჩელსის" პოლონელის შეძენა
ვერნერის არადამაჯერებელი თამაშის გამო სურს, ხოლო "ქალაქელები" სერხიო აგუეროს ემშვიდობებიან.

ლევანდოვსკისა და "ბაიერნს" ხელშეკრულება 2023 წლამდე აკავშირებთ. მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 26 შეხვედრაში რობერტმა 36 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასიც გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ისიც დაამატეთ, რომ ლევანდოვსკის მისი ყოფილი დამრიგებელი ამჟამად სიტის მწვრთნელია, მაგრამ მის ხელში ასეთი მაგარი ნამდვილად არ ყოფილა
: )))))))
20:41 07-05-2021
1
აპა 41 გოლი როდის გაიტანა?
alexandre
11:05 15-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული