გარდაიცვალა მსოფლიოს ყველა დროის ერთერთი საუკეთესო ფორვარდი

AutoSharing Option
ლეგენდარული გერმანელი თავდამსხმელი გერდ მიულერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მიუნხენის "ბაიერნმა", რომლის რიგებშიც თავდამსხმელი 1964-1979 წლებში თამაშობდა, ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაწერა:

"დღეს მსოფლიო გაირინდა. კლუბი და ფანები მწუხარებას გამოხატავენ გერდ მიულერის სიკვდილის გამო, რომელიც დღეს, კვირა დილით 75 წლის ასაკში გარდაიცვალა".

მიულერმა ფეხბურთელის რანგდში გფრ-ს ჩემპიონატი და თასი 4-4-ჯერ მოიგო, ევროპის ჩემპიონთა თასი კი - 3-ჯერ, ასევე, ერთხელ გაიმარჯვა თასების მფლობელთა თასსა და საკონტინენტთაშორისო თასზე.

გფრ-ს რიგებში მიულერმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 1974 წელს მოიგო, ხოლო ევროპის ჩემპიონი 1972 წელს გახდა.

გერმანელმა
"ოქროს ბუცი" ორჯერ (1970, 1972) დაისაკუთრა, 1970 წელს კი "ოქროს ბურთიც" მიიღოს. გარდა ამისა, 365 გატანილი გოლით გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდრი გახლავთ.

გაცხადდა, რომ ბოლო წლებში მიულერი ალცაიმერის დაავადებას ებრძოდა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
უდავოდ უძლიერესი ფეხბურთელი! გერმანელებს ამაზე უფრო მაგარი გოლეადორი არ ჰყოლიათ ! თამაშები აქვს ჩატარებული ბურთზე მხოლოდ ერთი შეხება აქვს გაკეთებული მთელი მატჩის მანძილზე და ისიც გოლი. (მაგალითად ბავარია განოვერი 71წელს.)
დავით 67
16 აგვისტო 2021 15:30
0
ეს და ბეკენბაუერი ორი ლეგენდა მსოპლიო და გერმანული ფეხბურთის, მერე მოდიან ბრაიტნერი და რუმენიგე , მაგრამ ამათი დონის არ იყვნენ.
skaro
16 აგვისტო 2021 15:50
0
ლეგენდები არ კვდებიან .
zurabi
16 აგვისტო 2021 11:08
1
R.I.P. LEGEND "BOMBER DER NATION"
Hfth
16 აგვისტო 2021 01:38
1
გერდ მიულერი-ლეგენდა.
status quo
15 აგვისტო 2021 22:36
0
ნამდვილად ძალიან დამწყდა გული.ამ ქვეყნიდან წავიდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი.დიდი მადლობა გერდ იმ სიამოვნებისათვის რაც შენი თამაშით მოგვანიჭე.
888
15 აგვისტო 2021 17:27
1
მე ვისი თამაშიც მინახავს იმათგან ყველაზე მაგარი გოლეადორი გერდ მიულერი იყო!
aburjga
15 აგვისტო 2021 16:58
2
მე კი ვიტყოდი, რამაზ შენგელიას სტილის იყო. რამაზიც, უდიდესი ფეხბურთელი იყო. იცინეთ და იხარხარეთ ეხლა.
გიორგი
15 აგვისტო 2021 22:30
0
365 გოლი ბუნდესლიგაში გაიტანა. გერმანიის ჩემპიონატს ბევრი ლიგა აქვს. ფეხბურთზე რომ ინგლისურის მცოდნემ წეროს და ვიკიპედიაში გადაამოწმოს ხოლმე რასაც წერს, არ შეიძლება?
სიმართლის მოყვარული
15 აგვისტო 2021 16:55
13
მაგარი იყო გერდი. საბჭოთა ნაკრებიც მაგრა გაამწარა 1972-ში. ეჰ, კარგ ფეხბურთს თამაშობდა შიონის გუნდი, შემოქმედებითს და ლამაზს.
ჰაჰა
15 აგვისტო 2021 16:38
3
უდაოდ ძლიერი იყო, მაგრამ ქართველი ფეხბურთელებიანი, საბჭოთა კავშირის გუნდის გარდა, არავინ გაუმწარებია? თუ არ გახსოვს, მოკლეგონებისავ.
.
15 აგვისტო 2021 22:26
2
ნამდვილი ლეგენდა, გოლის მამა.
ღმერთმა გაანათლოს მისი სული
მეგრელი
15 აგვისტო 2021 16:23
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული