კრიშტიანო რონალდო: ვიღაცას მესი მოსწონს, მაგრამ საუკეთესო მე ვარ

AutoSharing Option
შაბათს კრიშტიანო რონალდო ტოპ-5 ევროპული ლიგის (პრემიერლიგა, ლა ლიგა, ბუნდესლიგა, სერია A და ლიგა 1) ყველა დროის ბომბარდირებში მესამე ადგილზე გადავიდა. 30 წლის პორტუგალიელმა 317 გოლი გაიტანა. წინ მხოლოდ ორი ლეგენდაა: ჯიმი გრივზი (366 გოლი) და გერდ მიულერი (365).

რონალდოს პროდუქტიულობას თუ გავიხსენებთ, ის ყველა დროის ბომბარდირი შესაძლოა, მომავალ სეზონში გახდეს ან იქნებ ამ სეზონშიც...

ამ დღეებში რონალდომ რამდენიმე ხმამაღალი განცხადება გააკეთა. "ელ პაისი" ციტირებს პორტუგალიელს, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად საკუთარ თავს მიიჩნევს:

"ეს საკითხი არ მაღელვებს. ბოლო 8 სეზონია,
მე ყოველთვის მწვერვალზე ვარ. დამისახელეთ სხვა ფეხბურთელი, რომელმაც ამდენი შეძლო.

როცა პირველი ან მეორე ნომერი ხარ, ყველაფერს დეტალები წყვეტს. ხშირად საუკეთესოს მოგებული გუნდური ტროფეების მიხედვით ასახელებენ. შესაძლოა, სხვებისთვის საუკეთესო ლიონელ მესია, მაგრამ ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თავადვე ვარ".

ახლა "კიკერს" დავესესხოთ, ამ ციტატაში კრიშტიანო უკვე მომავლის გეგმებზე ლაპარაკობს და გვაგრძნობინებს, რომ "რეალიდან" წასვლას არ გამორიცხავს:

"შეიძლება თუ არა დავტოვო "რეალი"? რატომაც არა?! დიახ, დღეს "რეალის" ფეხბურთელი ვარ, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. ყველას აქვს უფლება, იყოს ბედნიერი და საკუთარი მომავლის განმსაზღვრელი.

ახლა კი ყველაფერს გავიღებ "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების საკეთილდღეოდ".

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანოს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვაახ, ეეეჰეჰე კაი კრიშიტო ნუ მაცინებ))
კიჭა რონალდო
22:27 03-11-2015
0
ჯერ იმით გჯობია მესი რო ასეთ სისულელეებს არ ამბობს, მარადონასაც კიარუთქვამს საკუთარ თავზე ასეთები, უდავოდ მაგარი ხარ მარა მესის ვერ შეედრები, ათი თავით მაღლაა მესი
beqa
14:43 03-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული