გორეცკა "ბაიერნში" დიდი ხნით დარჩება

AutoSharing Option
ლეონ გორეცკა და მიუნხენის "ბაიერნი" ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ. ბავარიული გუნდის ოფიციალური გვერდის ცნობით, გერმანელი ფეხბურთელი "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში 2026 წლამდე დარჩება.

უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გორეცკას ხელფასი 12-15 მილიონი ევრო იქნება, თუმცა მიუნხენელთა ხელმძღვანელობა ფინანსურ დეტალებზე ღიად ჯერ არ საუბრობს.

შგახსენებთ, გასულ წელს ყველა ტურნირზე ნახევარმცელმა "ბაიერნის" ფორმა 32-ჯერ მოირგო, თავი კი 8 გოლითა და 7 ასისტით გამოიჩინა. "რეკორდმაისტერამდე" ლეონი "შალკესა" და "ბოხუმში" გამოიტოდა.

გერმანული Transfermarkt-ის ცნობით, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონი ევრო იქნება.

მომზადებულია championat-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 1 /
დარჩება, აბა სად უნდა წავიდეს, ეს ბაიერნია და არა ალაგ-ალაგ გაფარჩაკებული, ხან აღზევებული ზოგიერთი ტოპ კლუბები.
ბაიერნი
14:56 16-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული