"შალკემ" "გაზპრომის" ლოგო მოიშორა - რუსეთის არმია წინ ვერ მიიწევს

AutoSharing Option
"შალკემ" თავის ფორმაზე კლუბის სპონსორის, "გაზპრომის" ლოგო მოიშორა, - ამის შესახებ გელზენკირხენული კლუბი თავისი საიტით იტყობინება:

"ვითვალისწინებთ რა სიტუაციის განვითარებას, "შალკემ" გადაწყვიტა მთავარი სპონსორის, "გაზპრომის" ლოგო მოიშოროს. ამ ნაბიჯის გადადგმა "გაზპრომ გერმანიასთან" გასაუბრების შემდეგ გადავწყვიტეთ. ლოგოს ნაცვლად ფორმაზე დაიწერება - "შალკე 04".

აღსანიშნავია, რომ ბუნდესლიგის კლუბებმა უკრაინას ოკუპანტ რუსეთთან ომში მხარდაჭერა გამოუცხადეს.

უკანასკნელი ინფორმაციით, დონბასის მთელ ხაზზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს და რუსეთის არმია გარღვევას ვერ ახერხებს. უკრაინის არმია წარმატებით იყენებს შვედური წარმოების ხელის გადასატან ტანკსაწინააღმდეგო სისტემა NLAW-ს.

რუსეთის ხელისუფლებამ მედიასაშუალებებს მხოლოდ Роскомнадзор-ის
მიერ მიცემული ინფორმაციის გავრცელება მოსთხოვა, ანუ ფაქტობრივად, სამხედრო ცენზურა დააწესა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
კალაძე ხედავ რა ხდება სპორტში და პოლიტიკაში მთელ მსოფლიოში? ცოტა მეტი რომ წაგეკითხა მეტი ინტელექტი გექნებოდა და გააცნობიერებდი რას რა შეიძლება მოყვეს.
G.LA
20:54 24-02-2022
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული