მანემ "ბაიერნთან" კონტრაქტი შეათანხმა

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავდამსხმელმა სადიო მანემ "ბაიერნთან" სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი დეივ ოსკოპი "ტვიტერით" ავრცელებს.

გუშინ მანეს თაობაზე "ლივერპულმა" და "ბაიერნმა" მოლაპარაკება დაიწყეს.

30 წლის სენეგალელის სამსახურით აგრეთვე პსჟ და "ბარსელონა" იყვნენ დაინტერესებულნი.

მანემ გასულ სეზონში კლუბში 51 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, "წითლებთან" ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ფასი კი 80 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული