
30 წლის სენეგალელ ნახევარმცველ სადიო მანეს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ უკვე გადაწყვიტა გუნდის გამოცვლა, - იტყობინება The Athletic-ი.
გამოცემის ცნობით, მანეს შეძენა "ბაიერნს" სურს და მზადაა 30 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ მერსისაიდული კლუბი ტრანსფერში გაცილებით მაღალ თანხას ითხოვს.
AS-ი ირწმუნება, რომ მანემ "ლივერპულში" უკანასკნელი მატჩი ჩაატარა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა: "მინდა ფანებს ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო, ასევე მწვრთნელს. გუნდს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ".
სადიო "ლივერპულმა" "საუთჰემპტონისგან" 6 წლის წინ 41 მილიონად შეიძინა და მას შემდეგ კლუბში 269 შეხვედრაში 120
გოლი გაიტანა და 48 საგოლე გადაცემა გააკეთა.
საფეხბურთო ვირუსია.