მანემ "ბაიერნში" 17-ნომრიანი მაისური აიღო

AutoSharing Option
გაირკვა, რომელი ნომრით ითამაშებს "ბაიერნში" "ლივერპულიდან" გადასული 30 წლის სენეგალელი თავდამსხმელი სადიო მანე.

"თავისუფალი ნომრებიდან 17 ავირჩიე. ჩემს გუნდთან მრავალი გამარჯვების აღნიშვნას ამ ნომრით ვაპირებ.

ახალ პარტნიორებთან ერთად სეზონის დაწყებისთვის მომზადების დაწყებას მოუთმენლად ველი", - განაცხადა მანემ.

ადრე "ბაიერნში" 17-ნომრიანი მაისურით მარკ ვან ბომელი და ჯერომ ბოატენგი თამაშობდნენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული