მატაის დე ლიხტმა "ბაიერნსა" და "ჩელსის" შორის სასურველი გუნდი აირჩია

AutoSharing Option
Sky Sport Deutschland-ის ცნობით, "ბაიერნი" "იუვენტუსის" მცველის, მატაის დე ლიხტის დამატებას აქტიურად ცდილობს და ნიდერლანდელის შეძენის მთავარი ფავორიტია. 

გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენურ გრანდში კარიერის გაგრძელება თავად ფეხბურთელსაც სურს და ის "ჩელსის" უარს შეუთვლის. 

ერთადერთი, რაც დე ლიხტის "ალიანს არენაზე" გადასვლას ხელს უშლის, დიდი თანხაა, რომელსაც "ვეკია სინიორა" ნიდერლანდელის სანაცვლოდ მოითხოვს.

დე ლიხტის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონ ევროს შეადგენს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული