"პირველი ნაბიჯი გადადგმულია!" - სებასტიან ალემ მკურნალობა დაიწყო

AutoSharing Option
"დორტმუნდის" ფორვარდმა სებასტიან ალემ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას პირველი ოპერაცია გაუკეთეს.

"გამარჯობა ყველას! მინდა გაცნობოთ, რომ პირველი ნაბიჯი გადადგმულია! მადლობა "დორტმუნდს" და ექიმებს, რომლებიც მმკურნალობენ.

ასევე მადლობას ვუხდი საავადმყოფოს ყველა პერსონალს მხარდაჭერისა და სიკეთისთვის“, - წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.

როგორც იცით, რამდენიმე დღს წინ ცნობილი გახდა, რომ 28 წლის თავდამსხმელს ონკოლოგიური დაავადება - სათესლე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინეს. 

"ბორუსიამ" ალე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "აიაქსიდან" თავისთვის სარეკორდო, 35 მილიონად შეიძინა და 2026 წლამდე გაუფორმა კონტრაქტი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა უშვრება ეს აიაქსი ამ ფეხბურთელებს???ერიქსენი გაყიდა და რა დაემართა.ეხლა ეს.მახსოვს ადრე კანუსაც გულის პრობლემა დაუდგინდა გაყიდვის მერე.
master
14:44 22-07-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული