გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" "კიოლნს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
სტუმრებმა ანგარიში მეოთხე წუთზევე ელის შირის გოლის წყალობით გახსნეს, საბოლოო ანგარიში კი იოზუა კიმიხმა 90-ე წუთზე ჩინებული შორეული გასროლით დააფიქსირა.
ამრიგად, "ბაიერნი" 36 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 28 იანვარს, ფრანკფურტის "აინტრახტთან" გამართავს.
"კიოლნი" 21 ქულით მე-10 პოზიციაზე იმყოფება, 29 იანვარს კი "შალკეს" ესტუმრება.