ბუნდესლიგის 21-ე ტურში "აინტრახტმა" სახლში "ვერდერი" 2:0 დაამარცხა, თანაც უპრობლემოდ და "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგაზე მომავალი მატჩისთვის ძალები დაზოგა.
მასპინძელთა გუნდის 24 წლის თავდამსხმელმა რანდალ კოლო მუანიმ ისევ გაიტანა - ის მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ სეზონში მინიმუმ 10 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა. ეს ადრე პსჟ-ის ფორვარდებმა ლეო მესიმ და ნეიმარმა მოახერხეს. ხვიჩა კვარაცხელიამ 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.
"აინტრახტი" 38 ქულით მეექვსე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ზონას 2 ქულა აშორებს.
შეგახსენებთ, "აინტრახტისა" და "ნაპოლის"
მატჩი 22 თებერვალს გაიმართება.
ფრანკფურტი. "დოიჩე ბანკ პარკი"
აინტრახტი - ვერდერი 2:0
გოლები: 1:0 ფრიდლი (7, საკ. კარში), 2:0 კოლო მუანი (52)