"ბაიერნის" პირველი შენაძენი ზაფხულში - ლაიმერი მიუნხენში უფასოდ მიდის

AutoSharing Option
გერმანული პრესის ინფორმაციით, "ლაიფციგის" 25 წლის ავსტრიელი ნახევარმცველი კონრად ლაიმერი მომავალი სეზონიდან "ბაიერნში" ითამაშებს.

კლუბებს ეს ცნობა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, მაგრამ დაიწერა, რომ ლაიმერი "ალიანს არენას" თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურებს.

უფრო მეტიც, ავსტრიელმა "რეკორდმაისტერში" სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და 2026/27-წლების სეზონის ბოლომდეც გააფორმა კონტრაქტი.

მიმდინარე სეზონში მან ბუნდესლიგის 15 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული