გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში "მაინცმა" მიუნხენის "ბაიერნი" 3:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმი "რეკორდმაისტერის" ერთადერთი გოლით დასრულდა, თავი სადიო მანემ 29-ე წუთზე გამოიჩინა.
მეორე ნახევარში ყველფერი თავდაყირა დატრიალდა და 14 წუთიან მონაკვეთში მასპინძლებმა მიუნხენელების კარი 3-ჯერ აიღეს, გოლები ლუდოვიც აიორკემ (65), ლეანდრო ბარეირომ (73) და აარონ მარტინმა (79) გაიტანეს.
ამრიგად, "ბაიერნი" 59 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, თუმცა მეორე ადგილოსან "დორტმუნდს" 57 ქულა აქვს (1 მატჩი მარაგში აქვს ფრანკფურტის "აინტრახტთან"), მომდევნო შეხვედრას კი 30 აპრილს, ბერლინის "ჰერტასთან" ჩაატარებს.
"მაინცი" 45 ქულით მე-6 პოზიციაზე
იმყოფება, იმავე 30 აპრილს კი "ვოლფსბურგს" ესტუმრება.