დრამა ბუნდესლიგაში - "დორტმუნდმა" ჩემპიონის ტიტული ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
ბუნდესლიგის ბოლო ტურში „დორტმუნდი“ საკუთარ მოედანზე „მაინცს“ დაუზავდა (2:2), "ბაიერნმა" სტუმრად "კიოლნს" 2:1 სძლია და ოცდამეცამეტედ გახდა ჩემპიონი.

2012 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად „დორტმუნდს“ საკუთარ მოედანზე  „მაინცის“ დამარცხება სჭირდებოდა, უპირატესობას ფლობდა, მაგრამ პირველ ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაუშვა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა თავდამსხმელმა ალერმა პენალტი ვერ გამოიყენა, მალენმა კი ბურთი ძელს გაარტყა.

შესვენების შემდეგ „დორტმუნდი“ ისევ გადავიდა შეტევაზე და გერეირომ ანგარიში შეამცირა, ალერის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, კომპენსირებულ დროში ზიულემ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ფრე "ბორუსიისთვის" დამარცხების ტოლფასი აღმოჩნდა.

„ბაიერნი“ გასვლაზე „კიოლნთან“ კომანმა დააწინაურა, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ სანეს გოლი არ ჩაუთვალეს, 81-ე წუთზე ლიუბიჩიჩმა თერთმეტმეტრიანით თანაფარდობა აღადგინა, ბოლოს კი მუსიალამ ბავარიულ გუნდს გამარჯვება და ჩემპიონობა მოუპოვა.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“
დორტმუნდი - მაინცი 2:2
გოლები: 0:1 ჰანჩე-ოლსენი (15), 0:2 ონისივო (24), 1:2 გერეირო (69), 2:2 ზიულე (96)
გამოუყენებელი პენალტი: ალერი (19, დორტმუნდი)

კიოლნი. „რეინენერჯიშტადიონი“
კიოლნი - ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 კომანი (8), ლიუბიჩიჩი (81, პენ), 1:2 მუსიალა (89)

მკითხველის კომენტარები / 13 /
დორტმუნდმა ჯობია კვერცხევი გაიზარდოს.
არა რუსეთს
13:10 28-05-2023
0
ძნელი დასაჯერებელია რომ უმოტივაციო მაინცს ვერ მოუგეს, ფედერაციის თავები მგონია...
ზოლა
09:21 28-05-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული