"შენი ქვეყანა უნდა დაიცვა, ჩვენ ასე გავიზარდეთ" - კიმმა ზაფხულში მოხდილ სამხედრო სამსახურზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ბაიერნმა" გუნდის ახალწვეულის კიმ მინ ჟეს წარდგენა გამართა, რის შემდეგაც სამხრეთ კორეელი ჟურნალისტებს ესაუბრა.

"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა სამხედრო სამსახურზე ისაუბრა, რომელიც ამ ზაფხულს სამშობლოში მოიხადა:

"სამხრეთ კორეაში სამხედრო სამსახური სავალდებულოა, ქვეყანა არმიის გარეშე ვერ იარსებებს. შენი ქვეყანა უნდა დაიცვა, ჩვენ ასე გავიზარდეთ.

ბაზაზე ვარჯიშების დროს ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რაც ფეხბურთთან კავშირში არ იყო. 25კგ-იანი ზურგჩანთებით 30კმ-ს გავდიოდი. მე ვაიძულე ჩემი თავი, რომ 4კგ დამეკლო. ამას კარგად ვერ გაიგებთ, თუ სამხრეთ კორეის არმიაში არ მსახურობთ", - თქვა კიმმა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
საქართველოს ისტორიაში რომელი პრეზიდენტის შვილი იყო ჯარში ? შემახსენეთ.
რემი
15 აგვისტო 2023 15:55
0
ეს დაღლილი არ ყოფილა, რომ სამშობლოს ემსახუროს ?!
იმიტომ ვართ ერთ ადგილში, როგორც ერი
სიმართლე
22 ივლისი 2023 16:37
9
შენ გეტყობა, უკვე იქ ხარ, თან დიდი ხანია. :) ჩვენ შეგვეშვი.
რატი
23 ივლისი 2023 23:51
2
აქაური ,,გონებანათელი" დეზერტირების აზრით კიმი მაგარი ბნელია. :) ასევე ,,ბნელები" არიან ისრაელი და შვეიცარია. და სანამ დეზერტირებიდან ვინმე ინტრიგნულად ჩამოთვლილი ქვეყნების ცხოვრების დონეს შემახსენებთ, გეტყვით, რომ კეთილდღეობა უსაფრთხოების გარეშე არ არსებობს და თქვენი ბელადების მავნებლურ განცხადებებს ვერაფრით გაამართლებთ. თქვენ რომ ქვეყნისთვის კარგი გინდოდეთ, სავალდებულო და ალტერნატიული სამსახურის განვითარება-დახვეწას უნდა ითხოვდეთ და არა მის გაუქმებას.
რატი
22 ივლისი 2023 15:50
3
მე 50 000 ძალით წაყვანილ ჯარისკაცს, 10 000 პრიფესიონალი ჯარისკაცი მირჩევნია რომელსაც ფულს გადავუხდით და გვეცოდინება ომის დროს მინიმუმ მტრის მიმართულებით გაისვრის.
დიმო
23 ივლისი 2023 12:45
4
ბნელობის რა გითხრა მაგრამ რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება ეგ ჯარი არაა. იარაღს ისვრი 2 კვირა დანარჩენი შლაგბაუმზე დგახარ ეგ მონობაა და მეტი არაფერი
აააა
22 ივლისი 2023 21:23
6
გირჩები თქვენს ქვეყანაში არ იცის?
გიორგი
22 ივლისი 2023 14:52
2
აქ კი ჯარში მხოლოდ სოფლელი, ღარიბი მოსახლეობა მიდის...
ლაშა
22 ივლისი 2023 13:52
1
ჩვენთანაც ეგრეა ძმა, 2 კილოიანი ავტომატი უნდა გადაიკიდო და ატარო აქეთ იქით ვიშკაზე, თან ნელა და ნერვების მომშლელად უნდა დააბიჯებდე ისეკიარა. მერე მომაკვდინებელ შლაგბაუმთან გადაგიყვანენ იმის აწევას და დაწევას ნუ ეხუმრებით. ბანკის დაცვაში გამომუშავებული უნარებით დაიბრუნებს მომავალი თაობა აფხაზეთს!
რუსთავი
22 ივლისი 2023 13:46
6
გავგზავნოთ გირჩელები კორეაში!ან ისინი დარბილდებიან,ან ამათ დაარწმუნებენ, სამშობლოს,იარაღით დაცვის საჭიროებაში.
სოსო
22 ივლისი 2023 13:20
1
მაგლითი ჩვენთვის, სუპერსახელმწიფოს აქვს სავალდებულო ჯარი და ჩვენ ამდენი საფრთხის გათვალისწინებით რატომ არ უნდა გვყავდეს??? ოღონდ ჩემი შვილები და პარლამენტარის შვილები ერთ პირობაში უნდა იყოს, ორივე მხარეს სწავლებები და ტალახში ხოხვა. მომავალში გამოადგებათ როდესაც სამშობლოს დასჭირდებიან!!!
გოგა
22 ივლისი 2023 13:20
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული