"შენი ქვეყანა უნდა დაიცვა, ჩვენ ასე გავიზარდეთ" - კიმმა ზაფხულში მოხდილ სამხედრო სამსახურზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ბაიერნმა" გუნდის ახალწვეულის კიმ მინ ჟეს წარდგენა გამართა, რის შემდეგაც სამხრეთ კორეელი ჟურნალისტებს ესაუბრა.

"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა სამხედრო სამსახურზე ისაუბრა, რომელიც ამ ზაფხულს სამშობლოში მოიხადა:

"სამხრეთ კორეაში სამხედრო სამსახური სავალდებულოა, ქვეყანა არმიის გარეშე ვერ იარსებებს. შენი ქვეყანა უნდა დაიცვა, ჩვენ ასე გავიზარდეთ.

ბაზაზე ვარჯიშების დროს ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რაც ფეხბურთთან კავშირში არ იყო. 25კგ-იანი ზურგჩანთებით 30კმ-ს გავდიოდი. მე ვაიძულე ჩემი თავი, რომ 4კგ დამეკლო. ამას კარგად ვერ გაიგებთ, თუ სამხრეთ კორეის არმიაში არ მსახურობთ", - თქვა კიმმა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
საქართველოს ისტორიაში რომელი პრეზიდენტის შვილი იყო ჯარში ? შემახსენეთ.
რემი
15:55 15-08-2023
0
ეს დაღლილი არ ყოფილა, რომ სამშობლოს ემსახუროს ?!
იმიტომ ვართ ერთ ადგილში, როგორც ერი
სიმართლე
16:37 22-07-2023
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული