მამარდაშვილზე ძვირად სხვა მეკარეს იყიდიან? "ბაიერნი" ესპანელზე გადაერთო

AutoSharing Option
იტალიელ ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნმა" "ბრენტფორდთან" მოლაპარაკებები დავიდ რაიას თაობაზე დაიწყო.

ბავარიელები გიორგი მამარდაშვილს მანუელ ნოიერის პოტენციურ მემკვიდრედ მიიჩნევდნენ, თუმცა "ვალენსიასთვის" 30 მილიონი ევროს გადახდა არ ისურვეს, ბრიტანული კლუბი კი ესპანელი მეკარის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს ითხოვს. თუ ქართველს "ღამურებთან" კონტრაქტი კიდევ 3 წლის ვადით აკავშირებს, რაიასა და "ბრენტფორდს" შორის ხელშეკრულება 2024 წელს სრულდება.

"ბაიერნის" მეორე გოლკიპერის, იან ზომერის მიმართ ინტერესს "ინტერი" იჩენს. დაიწერა "ნერაძურიში" დიბუ მარტინესის გადასვლაზე, თუმცა მილანელებისთვის პრიორიტეტული სამიზნე შვეიცარიელი ფეხბურთელია.

27 წლის დავიდ რაია
"ბრენტფორდში" 2019 წლიდან თამაშობს. გერმანული პორტალი "ტრანსფერმარკტი" ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებად 30 მილიონ ევროს ასახელებს. რაიას ესპანეთის ნაკრებში 2022 წლიდან იძახებენ და "ფურია როხას" მაისურით 2 მატჩი ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ იხდიან ამ ქართველ ფეხბურთელებში დიდ ფულს,ვერც კვარამ ვერ უშველა ამ ამბავს!!!რუსებში უფრო გადაიხდიან ვიდრე ქართველში
სოსო
20:23 25-07-2023
8
ბავარია შენ ხარ უტვინო რომ არ ყიდულობ ამ ბიჭს და ძალიან კარგი რომ არ ყიდულობ ვალენსია არის უმაგრესი კლუბი და ყველაფერი წინ არის უყურე ყველა ვანსიის თამაშს და მერე ერთმანეთს აბრალედ თქვე სირანუშა ბავარიელებო წუწკები ხარდ ფულის მეტი რა გაქვდ.ჩემო მეგობარო ღმერთმა დალოცოს და ხელი მოგიმართოს ამინ ამინ ამინ
კაკო
17:59 26-07-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული