გერმანიის ნაკრების მწვრთნელს მორიგი წარუმატებლობა არ აპატიეს და გადააყენეს

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრებმა ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო, 1 ფრედ დაასრულა და მისი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი გადააყენეს.

ფლიკი გერმანიის ნაკრებს 2021 წელს ჩაუდგა სათავეში და გუნდი მისი ხელმძღვანელობით 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფიდან ვერ გავიდა.

საფრანგეთთან მომავალ შეხვედრაში გერმანიის ნაკრებს სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი უხელმძღვანელებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროვნული გუნდის მწვრთნელად იულიან ნაგელსმანს დანიშნავენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვინც გინდა დანიშნე, არ ჰყავთ ამ თაობაში გერმანელებს მაღალი კლასის ფეხბურთელები! არ ჰყავთ!
aburjga
21:39 10-09-2023
1
მწვრთნელის გათავისუფლებაზე სანიოლი გამახსენდა:( პატარა ჩაკუკული ბავშვივით რომ მიიყუჩა, პასუხისმგებლობა და თავმოყვარეობა აღარ არსებოობს?! რა მნიშვნელობა აქვს მერამდენე მწვრთნელს გამოვიცლით, ისტორიული სირცხვილის მთავარი გმირი რომ იქნები, წადი რა ბიძიკო ბაყაყი გაატყავე. ანგარიშზე მეტად ისაა გამანადგურებელი რომ იმედი მოგვიკლა წინსვლის და წარმატების, ესე იგი რასაც აქამდე ვაკეთებდით, არასწორია და მერამდენედ თავიდან გვაქვს დასაწყები.
ბექა90
23:11 10-09-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული