ნაგელსმანს გერმანიის ნაკრებში ხელფასი არ აკმაყოფილებს

AutoSharing Option
36 წლის იულიან ნაგელსმანი გერმანიის ნაკრების ჩაბარებაზე უარს ფინანსური მიზეზებით ამბობს. გერმანიის საფეხბურთო კავშირი სპეციალისტს ხელფასის სახით 4 მილიონ ევროს სთავაზობს, "ბაიერნში", კი დაახლოებით 7 მილიონ ევროს იღებდა.

მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელმა მიუნხენური კლუბი დატოვა, კონტრაქტი მაინც მოქმედია და "ბაიერნი" ნაგელსმანს ხელფასს ისევ უხდის, თუმცა უფრო ნაკლებს - წლიურად 5 მილიონ ევროს. ხელშეკრულების ვადის ბოლომდე იულიანი გასამრჯელოს სახით იმაზე, თითქმის, ორჯერ მეტ თანხას მიიღებს, რასაც გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიიღებს.

ნაგელსმანის აგენტებმა გერმანიის ჩემპიონს ნაკრებში დანიშვნამდე დამატებითი კომპენსაციის გადახდა
შესთავაზა, თუმცა მიუნხენელებს ეს პირობები არ აკმაყოფილებთ.

ნაგელსმანის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 10 მილიონ ევროს შეადგენს და "ბაიერნი" მზად არის მწვრთნელი უფასოდ გაუშვას, თუ გერმანიის საფეხბურთო კავშირი სპეციალისტის სახელფასო დავალიანებას სრულად დაფარავს.

მომზადებულია Kicker-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
გერმანიის ნაკრებიაა ბოლო ბოლო, რა 4 მილიონი??? 4 მილიონი აგერ სანიოლსაც აქვს ხელფასი და რასაც აკეთებს კი ვხედავთ. ასე გაუჭირდა გერმანიას??
მურთო
19:45 19-09-2023
4

სიახლეები პოპულარული