"უნიონის" მწვრთნელმა მატჩის მიმდინარეობისას სანეს ხელი გაარტყა - "ბაიერნის" ბუნდესლიგური გადადებული შეხვედრა სკანდალურად დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტურის გადადებულ შეხვედრაში "ბაიერნმა" "უნიონს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის ყველაზე დასამახსოვრებელი და სკანდალური ეპიზოდი კი 74-ე წუთზე დაფიქსირდა. მიუნხენელთა შემტევი ლეროი სანე ბერლინელთა მთავარ მწვრთნელ ნენად ბიელიცასთვის ბურთის გამორთმევასა და მატჩის სწრაფად განახლებას აპირებდა, თუმცა სტუმართა ხორვატმა დამრიგებელმა მას ბურთი დროულად არ მიაწოდა, რამაც გერმანელის უკმაყოფილება გამოიწვია.

სანემ სცადა, რომ ბიელიცასთვის ბურთი წაერთმია, რის შემდეგაც ხორვატმა მას სახეში ხელი გაარტყა. "უნიონის" მწვრთნელი გააძევეს და შესაძლოა, მას სასჯელი უფრო დაუმძიმდეს, თავად ლეროიმ კი ყვითელი ბარათი მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სანეა გერმანელი? რა გჭირთ ამ სპორტულ ჟურნალისტებს?
Status quo
25 იანვარი 2024 14:29
11
გერმანიის მოქალაქეა და გერმანიის ნაკრებში თამაშობს. ამ პატარა სტატიებში სანეს გენეალოგიასა და ბიოგრაფიას ხომ არ დაურთავენ ყოველ ჯერზე.
ვაი შენ
25 იანვარი 2024 15:47
6
ჰო რა ეზარებათ თორემ ასე უნდა იყოს ხომ?.."ლეროი სანე, ან ლეროი ზეინი არის გერმანელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელად. დაბადების თარიღი: 1996 წლის 11 იანვარი. ინგლისის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (სეზონი 2017/18).

ლეროი ზანე დაიბადა ესენში სპორტსმენების ოჯახში. მისი მშობლები არიან სულეიმან სანე, რომელიც თამაშობდა სენეგალის საფეხბურთო ნაკრებში და რეგინა ვებერი, 1984 წლის ოლიმპიადაზე რიტმული ტანვარჯიშის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ზეინს მამის ყოფილი მწვრთნელის, კლოდ ლეროის სახელი დაარქვეს. ლეროის უმცროსი ძმები, კიმი და სიდი, ასევე პროფესიონალურ ფეხბურთს თამაშობენ."....:)))
სტატუსი+
26 იანვარი 2024 11:26
3
ძალიან სწორადაც მოიქცაა !
zura222
25 იანვარი 2024 20:07
3

სიახლეები პოპულარული