მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტი გოლის ავტორი ანდრეას ბრემე გარდაიცვალა

AutoSharing Option
გულის შეტევით 63 წლის ასაკში გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველი ანდრეას ბრემე გარდაიცვალა.

"ბილდის" ცნობით, ღამით ბრემე შეუძლოდ გახდა, კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს.

ბრემე "ბარმბეკ-ულენჰორსტში", "კაიზერსლაუტერნში", "ინტერში", "ბაიერნში", "საარბრიუკენსა" და "სარაგოსაში" თამაშობდა, კარიერა კი 1998 წელს დაასრულა.

ბრემემ 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო - ფინალში მის მიერ 85-ე წუთზე გატანილი პენალტით გერმანიამ არგენტინას 1:0 სძლია.

ის აგრეთვე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპის პირველობის ვერცხლისა და ბრინჯაოსპრიზიორი იყო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთ-ერთი უძლიერესი მარცხენა მცველი, ფინალის გარდა ნიდერლანდებთან 1/8 ფინალშიც მაგარი გოლი გაიტანა და 1/2 ფინალში ინგლისთან ჯარიმა.
tobo
21 თებერვალი 2024 00:19
0
ბრემემ ის პენალტი მარჯვენა ფეხით შეასრულა, ამ დროს ცაცია იყო. რა დონის ფეხბურთელი იყო და როგორ იყო თავის თავში დარწმუნებული, რომ ეს გააკეთა. თან მათეუსი გუნდში იყო, რომელმაც ვერ გაბედა პენალტის დარტყმა. ამან კიდევ არასამუშაო ფეხით დაარტყა. მათეუსი, ბრემე და კლინსმანი იყო განუმეორებელი ტრიო, რომლებსაც ვერავინ ვერ აჩერებდა. აცხონოს ღმერთმა.
20 თებერვალი 2024 23:25
1
პენალტი კი მთლად სამართლიანი არ იყო, თუმცა ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა გერმანიას მთელი თამაში. ლამის ცალ-კარას ეთამაშნენ არგენტინას.
მარტომ ათრია ფინალამდე არგენტინის ნაკრები მარადონამ. მართლა ძალიან მაგარი იყო. ❤️
გოგია
20 თებერვალი 2024 21:05
1
მახსოვს,1990-ის ფინალში პენალტის დარტყმას ვერავინ ბედავდა და ამ დროს ბრემე იღებს ბურთს და გერმანია ჩემპიონია,
ნიკა
20 თებერვალი 2024 20:15
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული