ალონსომ ახსნა, რატომ გადაწყვიტა "ლევერკუზენში" დარჩენა

AutoSharing Option
"ლევერკუზენის" მთავარმა მწვრთნელმა ხაბი ალონსომ ახსნა, რატომ გადაწყვიტა "ბაიერნში" დარჩენა და მომავალ სეზონშიც "ფარმაცევტთა" გაწვრთნა.

"ბევრი მიზეზი იყო. ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შევქმენით გუნდი, რომელსაც საოცარი სულისკვეთება გამოარჩევს. სეზონი ჯერჯერობით კარგად მიდის და, რა თქმა უნდა, გვინდა, იმავე სულისკვეთებით გავაგრძელოთ.

ვგრძნობ, რომ მისი ნაწილი ვარ. ერთი სეზონის შემდეგ არ მეგონა, რომ წასვლის შესაფერისი დრო იყო, ამიტომ გადავწყვიტე დარჩენა", - ციტირებს 42 წლის ესპანელის სიტყვებს TNT Sports-ი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მომდევნო თამაში რომ მოიგონ, ლევერკუზენი 5 ტურით ადრე გახდება ჩემპიონი
ზაქრო
14:14 11-04-2024
0

სიახლეები პოპულარული