ემერი "ბაიერნის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია

AutoSharing Option
გერმანული პოპულარული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, "ასტონ ვილას" თავკაცი უნაი ემერი "ბაიერნის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია.

მიუნხენელებს რობერტო დე ძერბის ვარიანტიც აქვთ, მაგრამ არჩევანს ესპანელზე აკეთებენ, რადგან ის ორ გრანდს, პსჟ-სა და "არსენალს" უკვე ავარჯიშებდა.

თავად ემერიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მთლიანად ბირმინგემულ კლუბში მუშაობაზეა კონცენტრირებული.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნს" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი ნებისმიერ შემთხვევაში დატოვებს.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული