Sport1-ის ცნობით, "მაინცის" სტადიონთან სარემონტო სამუშაოებისას მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 500-კილოგრამიანი აუფეთქებელი ავიაბომბი აღმოაჩინეს.
მიმდებარე ტერიტორიიდან სამშენებლო კომპანიის ყველა თანამშრომელი და დაახლოებით 4 600 მცხოვრები გაიყვანეს. გამნაღმველებმა ბომბი გააუვნებელყვეს.
28 აპრილს, ბუნდესლიგის 31-ე ტურში, "მაინცი" "კიოლნს" უმასპინძლებს და "მევა არენაზე" მწვრთნელების წინასამატჩო პრესკონფერენცია არ გაიმართა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც გერმანიაში სტადიონთან ბომბი აღმოაჩინეს - ანალოგიური შემთხვევა 2014 წლის ნოემბერში დორტმუნდში მოხდა.
მეორე მსოფლიო ომისას გერმანიაში ორ მილიონზე მეტი ბომბი ჩამოვარდა, რომელთაგან დაახლოებით ასი ათასი არ აფეთქდა.