ბუნდესლიგის სტადიონთან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს

AutoSharing Option
Sport1-ის ცნობით, "მაინცის" სტადიონთან სარემონტო სამუშაოებისას მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 500-კილოგრამიანი აუფეთქებელი ავიაბომბი აღმოაჩინეს.

მიმდებარე ტერიტორიიდან სამშენებლო კომპანიის ყველა თანამშრომელი და დაახლოებით 4 600 მცხოვრები გაიყვანეს. გამნაღმველებმა ბომბი გააუვნებელყვეს.

28 აპრილს, ბუნდესლიგის 31-ე ტურში, "მაინცი" "კიოლნს" უმასპინძლებს და "მევა არენაზე" მწვრთნელების წინასამატჩო პრესკონფერენცია არ გაიმართა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც გერმანიაში სტადიონთან ბომბი აღმოაჩინეს - ანალოგიური შემთხვევა 2014 წლის ნოემბერში დორტმუნდში მოხდა.

მეორე მსოფლიო ომისას გერმანიაში ორ მილიონზე მეტი ბომბი ჩამოვარდა, რომელთაგან დაახლოებით ასი ათასი არ აფეთქდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამერიკელების საჩუქარი
თაზო
15:34 26-04-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული