მიუნხენელებმა ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს. ისინი უკანახაზელს სეზონურად 9 მილიონ ევროს გადაუხდიან, რასაც ბონუსის სახით ერთჯერადად 3 მილიონ ევროს დაამატებენ, თუ ტა "რეკორდმაისტერში" გადაბარგდება.
ახლა გუნდებმა ერთმანეთში სატრანსფერო თანხაზე უნდა მოილაპარაკონ. გასულ სეზონში 28 წლის ტამ ყველა ტურნირზე 48 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.