ფაბრისიო რომანოს ინფორმაციით, "ბაიერნმა" 29 წლის ნახევარმცველი ჟოაო პალინია შეიძინა. პორტუგალიელი უკვე მიუნხენეში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა და 2028 წლამდე კონტრაქტსაც გააფორმებს.
"რეკორდმაისტერი" "ფულემს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც ბონუსები დაემატება.
პალინიას კარიერის განმავლობაში "სპორტინგში", "მორეირენსესა" და "ბრაგაში" უთამაშია. 2022 წლიდან ის "ფულემის" ღირსებას იცავდა.