სიმონსი კვლავ "ლაიფციგში" - პსჟ-ისთან შეთანხმება შედგა

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 21 წლის ნიდერლანდელი შემტევი ხავი სიმონსი მომავალ სეზონშიც "ლაიფციგში" იასპარეზებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი გერმანულ კლუბში გასულ სეზონშიც იჯარით თამაშობდა, შემდეგ ის პსჟ-ის დაუბრუნდა, მაგრამ ფრანგებმა "ლაიფციგს" სიმონსი კიდევ 1-წლიანი იჯარით დაუთმეს, თუმცა მათ გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

სიმონსმა გასულ სეზონში ჯამში 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 10 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული