"ბაიერნის" 38 წლის მეკარემ, მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, - ამის შესახებ ის თავისი "ინსტაგრამით" იტყობინება:
"მადლობა, გერმანია! მოხარული ვიყავი ნაკრების მაისურით მეთამაშა".
ნოიერი ეროვნულ გუნდში 2009 წლიდან ასპარეზობდა, მის რიგებში 124 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2014 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ნოიერი ეროვნულ გუნდში 2009 წლიდან ასპარეზობდა, მის რიგებში 124 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2014 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
რამდენიმე დღის წინ მანუელმა განაცხადა, რომ სექტემბერში ნაკრებს ვერ დაეხმარებოდა, თუმცა ეროვნულ გუნდში კარიერის დასრულებას არ აპირებდა.