24 წლის მცველის ინგლისური ტრანსფერის თაობაზე აქტიურად წერენ ფრანგული საინფორმაციო საშუალებებიც. ფეხბურთის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 25 მილიონი ევროა. აფრიკელს ფრანგულ გრანდთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აქვს.
ადრე დაიწერა, რომ ორიეს გადაბირებით მილანის "ინტერი" იყო დაინტერესებული.
თუ გარიგება შედგა, სერჟ ორიე "იუნაიტედის" მე-4 შენაძენი იქნება მიმდინარე ზაფხულში. აქამდე ჟოზე მოურინიოს გუნდმა ვიქტორ ლინდელიოფში, რომალუ ლუკაკუსა და ნემანია მატიჩში დაახლოებით 165 მილიონი ევრო გადაიხადა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"