სერჟ ორიე "მანჩესტერ იუნაიტედს" უახლოვდება

AutoSharing Option
"სქაი სპორტის" ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი", დიდი ალბათობით, კოტ დ'ივუარის ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" მცველს, სერჟ ორიეს მალე დაიმატებს.

24 წლის მცველის ინგლისური ტრანსფერის თაობაზე აქტიურად წერენ ფრანგული საინფორმაციო საშუალებებიც. ფეხბურთის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 25 მილიონი ევროა. აფრიკელს ფრანგულ გრანდთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აქვს.

ადრე დაიწერა, რომ ორიეს გადაბირებით მილანის "ინტერი" იყო დაინტერესებული.

თუ გარიგება შედგა, სერჟ ორიე "იუნაიტედის" მე-4 შენაძენი იქნება მიმდინარე ზაფხულში. აქამდე ჟოზე მოურინიოს გუნდმა ვიქტორ ლინდელიოფში, რომალუ ლუკაკუსა და ნემანია მატიჩში დაახლოებით 165 მილიონი ევრო გადაიხადა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული