"თაიმსის" ინფორმაციით, "სანდერლენდმა" მისი ფეხბურთელი დერონ გიბსონი 67 ათასი ევროთი დააჯარიმა. მიზეზი ის არის, რომ გიბსონმა "სანდერლენდი" უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. ეს "სელტიკთან" ამხანაგურ მატჩში განადგურების შემდეგ (0:5) მოხდა. გიბსონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს გუნდი კი არა, განავალიაო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"