პეტერ ჩეხმა ჰოკეის მატჩში თავისი გუნდი ვერ გადაარჩინა

AutoSharing Option
ვერაფერს იტყვი, მართლაც ნიჭიერი კაცია "არსენალის" მეკარე პეტერ ჩეხი. თავისი ხელობა ხომ ეხერხება და ეხერხება და ამას გარდა, მუსიკაც ესმის, დასაკრავ ინსტრუმენტებზე უკრავს, წუხელ კი ჰოკეის მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ცნობილი ჩეხი ჰოკეისტის, მარტინ ჰავლატის საპატივცემულოდ ბრნოში გაიმართა.

ის პირველ პერიოდში იდგა ერთ-ერთი გუნდის კარში. თავიდან რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია, გულშემატკივრების ოვაციებიც დაიმსახურა, შემდეგ კი სამი შაიბა გაუშვა.

"ლონდონის "არსენალს" დავპირდი, დროზე დავბრუნებულიყავი ბაზაზე. ჰოკეის გუნდთან ხანმოკლე ვარჯიში და თამაში წამადგა კიდეც. ეს სასიამოვნოც გახლდათ", - განაცხადა ჩეხმა.

შეგახსენებთ, დღეს
პრემიერლიგის ახალი სეზონის სტარტზე "მეთოფეები" "ლესტერს" ხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული