სტივენ ჯერარდმა პირველად უხელმძღვანელა "ლივერპულს"

AutoSharing Option
მართლაც კარგმა ინგლისელმა ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა აშშ-ს ლიგაში ერთი სეზონი წაითამაშა, "ლოს ანჟელეს გელექსის" შემადგენლობაში 34 მატჩში 5 გოლი გაიტანა, თამაშს თავი დაანება და სამშობლოში დაბრუნდა. რა თქმა უნდა, მშობლიურ "ლივერპულში", რომლის ღირსებასაც 17 წელი იცავდა (504 შეხვედრაში 120-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი).

დაბრუნდა და მწვრთნელობაც დაიწყო. აკადემიის სხვადასხვა გუნდებს მოძღვრავს, დღეს კი პირველად უხელმძღვანელა 18-წლამდელებს. მისი შეგირდები "დერბისთან" ფრეს (1:1) დასჯერდნენ, თავად სტივიჯი კი ფრიად ემოციურად განიცდიდა ყველაფერს და შედეგითაც და თამაშითაც აშკარად უკმაყოფილო გახლდათ.

როგორც ამბობენ, ჯერარდი მომავალში აუცილებლად
გახდება "წითლების" დამრიგებელი, იქამდე კი კვალიფიკაციას დუბლებში აიმაღლებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართლაც კარგმა :D :D ლეგენდაა ტიპი ლეგენდა რა მართლაც კარგმა :)))))
gerrard star
10:10 12-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული