კარაგერი: კოუტინიოს წასვლას ბუნტი მოჰყვება და ამაში მეც ჩავერთვები

AutoSharing Option
"ლივერპულის" ლეგენდა ჯეიმი კარაგერი აცხადებს, რომ თუ "ლივერპული" ფილიპე კოუტინიოს გაუშვებს, მერსისაიდელები ბუნტს მიიღებენ, რომლის მონაწილე ის თავადაც იქნება.

- ფელიპე კოუტინიო "ბარსელონაში" გაყიდვას ჯიუტად მოითხოვს

"სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ კოუტინიო ტრანსფერზე დაყენებას მოითხოვდა. ვამბობდი, რომ ის სხვანაირი ფეხბურთელია. თუმცა, გარკვეულ სიტუაციაში, ასე ნებისმიერი შეიძლება მოიქცეს.

გაკვირვებული ვარ. არ ვიცი, იყო თუ არა ეს პასუხი "ლივერპულის" ოფიციალური განცხადებაზე, რომელიც იმავე დღეს, უფრო ადრე გამოქვეყნდა.

- "ლივერპულის" ოფიციალური პოზიცია: ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერზე შეთავაზებებს არც კი განვიხილავთ

მსგავსი სიტუაცია იყო ლუის
სუარესთან დაკავშირებითაც, როდესაც მან წასვლა მოითხოვა, მაგრამ ფეხბურთელი აიძულეს დარჩენილიყო. თუმცა, ყველამ იცოდა, რომ ის "ლივერპულში" ბოლო 12 თვეს ატარებდა.

კოუტინიოსთან დაკავშირებით წინადადება მაისის ბოლოს რომ გაკეთებულიყო და ვინმეს 120 მილიონი შემოეთავაზებინა, ფეხბურთელის თხოვნაზე დათანხმება შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ ახლა, "ლივერპულს" მისი შემცვლელის მოსაძებნად დრო არ აქვს.

კოუტინიოს წასვლას ბუნტი მოჰყვება და ამაში მონაწილეობას მეც მივიღებ!" - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Sky Sports-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული