უხვგოლიანი დასაწყისის შემდეგ, რომელიც არსენალი-ლესტერისა და უოტფორდი-ლივერპულის მატჩებმა შემოგვთავაზეს, შეიძლება ითქვას ტემპმა იკლო და გუნდებმა იმაზე ნაკლები გაიტანეს, ვიდრე ზემოთ ნახსენებ შეხვედრებში.
პრემიერლიგის ჩემპიონმა "ჩელსიმ" გათამაშება საკუთარ კედლებში მარცხით გახსნა. მე-14 წუთზე ლონდონელები გარი კეჰილის გაძევების შემდეგ კაცნაკლულნი დარჩნენ, ხოლო 81 წუთზე სესკ ფაბრეგასს მეორე ყვითელი უჩვენეს და "ჩელსი" მოედანზე 9 კაცით დარჩა. "ბარნლიმ" მეტოქეს სამი გოლი პირველივე ტაიმში გაუტანა, მასპინძლებს კი თუნდაც ქულის ასაღებად არც დრო და არც ხალხი დარჩა.
უეინ რუნიმ
პრემიერლიგის ახალწვეულმა "ჰადერსფილმა" მშვენივრად დაიწყო - "კრისტალ პალასი" მისსავე მოედანზე 3:0 დაამარცხა.
ხოსეპ გვარდიოლას "სიტიმ" კი სტუმრად მშვიდად დაამარცხა "ბრაიტონი", ერთ გოლში სტუმრებს თავად ბრაიტონელები დაეხმარნენ.
ინგლისი. პრემიერლიგა. I ტური
ვესტ ბრომვიჩი-ბორნმუთი 1:0
გოლი:1:0 აჰმედ ჰეგაზი (31)
საუტჰემპტონი-სიონსი 0:0
ევერტონი-სტოკი 1:0
გოლი: 1:0 უეინ რუნი (45+1)
კრისტალ პალასი-ჰადერსფილდი 0:3
გოლები: 0:1 ჯოილ ვარდი (ავტ. 23), 0:2, 0:3 სტივ მუნი (26,78)
ჩელსი-ბარნლი 2:3
გოლები: 0:1, 0:3 სემ ვოკსი (24, 43), 0:2 სტეფ ვერდი (39), 1:3 ალვარო მორატა (69), 2:3 დევიდ ლუისი (88)
გაძევება გარი კეჰილი (14), სესკ ფაბრეგასი (81)
ბრაიტონი-მანჩესტერ სიტი 0:2
გოლები: 0:1 სერხიო აგუერო (70), 0:2 ლუის დანკი (ავტ. 75)