"ჩელსიმ" დიეგო კოსტა 330 ათასით დააჯარიმა

AutoSharing Option
ინგლისში ჩემპიონატი დაიწყო, თავდამსხმელი დიეგო კოსტა კი ჯერაც არ გამოცხადებულა "ჩელსიში". ამიტომ "არისტოკრატების" ხელმძღვანელობამ 330 ათასი ევროთი დააჯარიმა, რაც მის ორკვირიან ანაზღაურებას შეადგენს.

დიეგო ამჟამად ბრაზილიაში თავის სახლშია და "დეილი მეილის" ჟურნალისტს განუცხადა, რომ "ჩელსიში" ასპარეზობას აღარ აპირებს, ურჩევნია ეს სეზონი გაუცდეს და გაისად მადრიდის "ატლეტიკოში" დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, გაზაფხულზე გუნდის მენეჯერმა ანტონიო კონტემ აუწყა, რომ მის გეგმებში არ ჯდება და მასზე იმედებს არ ამყარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული