დიეგო ამჟამად ბრაზილიაში თავის სახლშია და "დეილი მეილის" ჟურნალისტს განუცხადა, რომ "ჩელსიში" ასპარეზობას აღარ აპირებს, ურჩევნია ეს სეზონი გაუცდეს და გაისად მადრიდის "ატლეტიკოში" დაბრუნდეს.
შეგახსენებთ, გაზაფხულზე გუნდის მენეჯერმა ანტონიო კონტემ აუწყა, რომ მის გეგმებში არ ჯდება და მასზე იმედებს არ ამყარებს.