ტრავმამორჩენილმა გიუნდოგანმა კატალონიაში ითამაშა

AutoSharing Option
როგორც იქნა, "ჟირონა" პრიმერაში გადავიდა და კატალონიას ლა ლიგაში 2 გუნდი ყავს. ამ 100-იანი ქალაქის გუნდს 9 282-იანი სტადიონი "ესტატი მონტილივი" აქვს, სადაც ამხანაგურ მატჩში "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა.

გეცოდინებათ, "ჟირონას" თანამშრომლობა აკავშირებს "ქალაქელებთან", ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავენ და ამ საქმეში აქტიურადაა ჩართული "სიტის" მენეჯერის პეპ გვარდიოლას ძმა პერე.

როგორც მოსალოდნელი იყო, კატალონიელებმა ერთობ თბილად მიიღეს პეპი, ხოლო ამ შეხვედრაში აღსანიშნავი ისიც გახლდათ, რომ მუხლის ტრავმის გამო დეკემბრის შემდეგ უთამაშებელმა მანჩესტერელთა ნახევარმცველმა ილკაი გიუნდოგანმა იასპარეზა. ის შეცვლაზე 71-ე
წუთზე შევიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული