აფრიკის უმდიდრესი კაცი: როგორც კი "არსენალს" შევიძენ, ვენგერს მაშინვე გავუშვებ

AutoSharing Option
ნიგერიელი მილიარდერი ალიკო დანგოტე აცხადებს, რომ ლონდონის "არსენალის" შეძენა და გუნდის მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის მყისიერად გაშვება სურს.

"პირველი, რასაც გუნდში შევცვლიდი, მწვრთნელია. ვენგერმა ბრწყინვალე სამუშაო ჩაატარა, მაგრამ ახლა ვიღაც სხვამ უნდა სცადოს წარმატების მიღწევა", - დარწმუნებულია აფრიკის უმდიდრესი ბიზნესმენი, რომლის ქონება 13 მლრდ აშშ დოლარად ფასდება.

დანგოტეს ეჭვი არ ეპარება, რომ შეძლებს კლუბის აქციონერებთან - ამერიკელ სტენ კრონკესა (67%) და რუს ალიშერ უსმანოვთან (30%) მოლაპარაკებას.

"თუკი ისინი კარგ წინადადებას მიიღებენ, მჯერა, კლუბს შეელევიან. ისეთ შეთავაზებას მოვამზადებთ, რომ იძულებულნი იქნებიან, წასვლაზე
დაფიქრდნენ. და მაშინ კი ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ. ვფიქრობ, ყველაფერი გამოვა", - ხაზს უსვამს დანგოტე.

შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერი "არსენალს" 1996 წლიდან წვრთნის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული